იან კელი: ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.
”ყველამ იცით, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი იმყოფებოდა საქართველოში. ერთ-ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც მან გაახმოვანა, იყო ის, რომ ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას გახდეს ნატო-ს წევრი. დღეს პრემიერმა, პრეზიდენტმა და პარლამენტის თავმჯდომარემ კვლავ განამტკიცეს საქართველოს მისწრაფება, რომ გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ნაწილი”,- განაცხადა იან კელიმ.

banner
წინა სტატიაშისუს-მა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავების და კომუნალური მომსახურების სამსახურის დირექტორი დააკავა
შემდეგი სტატიაიან კელი: ჯონ კერის ვიზიტის დროს ყურადღება გამახვილდა, რამდენად მნიშვნელოვანია კარგი საარჩევნო გარემო