იან კელი : არავის გვესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 12, 2018 13:24

იან კელი : არავის გვესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის დაბრუნება

არავის ესმის, რატომ ფერხდება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხს ორი მიმართულება აქვს, ჰუმანიტარული და პოლიტიკური.

ამასთან, ელჩის განცხადებით, აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება და შესაბამისი პასუხისმგებლობა დადგეს.

„პირველი ესაა ჰუმანიტარული საკითხი. ნამდვილად შემაძრწუნებელია ის ფაქტი, რომ ოჯახმა ცხედარი ვერ მიიღო, მათ ცხედარი არ დაუბრუნეს და ვერ მოახერხეს დაკრძალვა ისე, როგორც წესი და რიგია. არ მესმის და არც არავის ესმის, რატომ ხდება შეფერხება ცხედრის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

მეორე კი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. აუცილებელია, ჩატარდეს გამოძიება იმ გარემოებებისა, რასაც ადგილი ჰქონდა, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებით არსებობდეს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა. ეს არ არის პირველი შემთხვევა. ანალოგიური იყო ოთხოზირიას მკვლელობის ფაქტზე, როცა არ დამდგარა პასუხისმგებლობა. საერთაშორისო საზოგადოებისა და ყველას ყურადღება მიპყრობილია აქეთკენ და პაუხისმგებლობა უნდა არსებობდეს“, – განაცხადა იან კელიმ.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე მარტი 12, 2018 13:24