იან კელი: ​ყოჩაღ ქართულ პოლიციას, რომ პარასკევს ქართველი მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვა

საქართველოში ​შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი, იან კელი დღეს დაგეგმილ “ღირსების მარშს” Twitter-ზე ეხმაურება. მისი თქმით, სჯერა, რომ ქართული პოლიცია მარშის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფს.

“​ყოჩაღ ქართულ პოლიციას, რომ პარასკევს ქართველი მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვა. მჯერა, რომ ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ხვალინდელი მარში დაიცვან და მისი მშვიდობიანად ჩატარება უზრუნველყონ. თავისუფლება მყიფე (მსხვრევადი) და აუცილებლად დასაცავია”,- წერს იან კელი.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო – ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ქართველის თავისუფლებას, მათ შორის ლგბტქი+ საზოგადოებას, გამოიყენონ თავიანთი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება
შემდეგი სტატიაკორონავირუსის ინდური ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, ვიდრე სხვა ვარიანტები