იალოვიცი: ქართველ ხალხს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აქვს

როდესაც არის არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის, ან არჩევანი რუსეთისკენ მიმხრობის, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხისთვის ეს იმდენად ცხადია, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ. დიახ, ვფიქრობ, რომ ახლა ქართველ ხალხს არჩევანი ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის აქვს. როცა ქართული ოცნების ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიციას აკრძალავენ და მის კრიმინალიზაციას გეგმავენ, რა არის სხვა თუ არა ავტორიტარიზმისკენ მსვლელობა. ეს არაა ხალხი ვისაც დემოკრატიის აშენება სურს, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ააშენონ ერთპარტიული სისტემა, სადაც ქართულ ოცნებას საკონსტიტუციო უმრავლესობა აქვს და იმას აკეთებს, რაც მოესურვება. მათ სურთ რუსების მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ, სურთ გაიმეორონ მოსკოვის პროპაგანდა და ამით იმედოვნებენ, რომ რუსეთი ქვეყანას დაეხსნება – ეს ილუზიაა. თქვენ ნახეთ რა მოხდა 2008 წელს – ვისურვებდი, ქართველმა ხალხმა გადახედოს ისტორიას. ომის პარტია მოსკოვია და არა დასავლეთი,-განაცხადა აშშ-ის ყოფილმა ელჩმა საქართველოში, კენეტ იალოვიცმა ამერიკის ხმასთან საუბარში.

banner
წინა სტატიაშილორა თორნტონი: საქართველო მივიდა იმ მომენტამდე, როცა წაგება, არჩევანი უბრალოდ არ არის ძირითადად ისე ხდება, რომ დამარცხების შემდეგ ან იდევნები ან ციხეში გსვამენ
შემდეგი სტატიასაზოგადოების დაკვეთაა, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპულ მომავალს! – ნინო ლომჯარია