“იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს” – დავით ბერძენიშვილი საპატრიარქოში შექმნილ სიტუაციას აფასებს

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, ხელისუფლება და კერძოდ საგამოძიებო უწყებები არ ახდენენ შესაბამის რეაგირებას ისეთ თემებზე როგორიც, რამდენიმე დღის წინ, მეუფე იაკობმა გაავრცელა. დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ განცხადებაზე, რომელზეც გამოძიება აუცილებლად უნდა დაწყებულიყო მთავარ პროკურორს საინტერესოდ არ ეჩვენება.

“იაკობმა გაახურა და პეტრე დასაჯეს, არცერთი მხარე ვარ და არც მეორე, მაგრამ ვაანალიზებ იაკობმა თქვა, რომ სახელმწიფოს პირველი პირები, პრემიერი მოქმედი და ყოფილი უკანონოდ ერეოდნენ ეკლესიის საქმეში, ჩვენ ჩათრევას ცდილობდნენო ფარცხალაძე აპირებდა 12 მილიონის გამოძალვას ნიკოლაიშვილისთვისო, ეს საინტერესო არ არისო გამოაცხადა პროკურორმა,”- ამბობს “კურიერთან” საუბრის დროს დავით ბერძენიშვილი.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ბრმა უნდა იყო, არ დაინახო, რომ ეკლესიაზე მიზანმიმართული თავდასხმების სერია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიღუმენია თამარ გამყრელიძე პოსტს ტოვებს