იაგო ხვიჩია – ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს

ჩემი დაკვირვებით, დღევანდელი მონაცემებით, იმ სიტუაციაში, რასაც ახლა ოპოზიციაში ვხედავ, ვფიქრობ, კახა კალაძე მოიგებს, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მან კვლევის ფარგლებში გიორგი გახარიას პარტიის სასარგებლოდ დაფიქსირებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა.

„თუ ამ კვლევას დავაკვირდებით, ჩანს, რომ დაკლებულია „ქართული ოცნების“ რეიტინგი და მის ადგილზე გაჩნდა ახალი მოთამაშე, ისევ „ქართული ოცნების“ წარსულით. მე არ ვიცი საბოლოოდ, რამდენად ექნება არჩევნებზე 13%, მოლოდინი ნაკლები მაქვს, თუმცა ახლა ეს შედეგი წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს გახარიას გუნდისთვის“,- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე – დავწიოთ საშემოსავლო გადასახადი 20%-ით, ბიუჯეტი გაიზრდება, ბიზნესი განვითარდება!
შემდეგი სტატიაკალოიანი – 5 მილიარდიდან ვაქცინაზე მხოლოდ 17 მილიონია დახარჯული