იაგო ხვიჩია – სკეპტიკურად ვუყურებ იდეას „არა ჰესებს“, ეს სწორი არ მგონია

ზოგადად, სკეპტიკურად ვუყურებ იდეას „არა ჰესებს“. ეს სწორი იდეა არ მგონია. ვფიქრობ, რომ აქ ვცდებით და უმრავლესობის გადასაწყვეტი არ შეიძლება იყოს ჰესებს არა თუ კი. ეს არის ჩემი კრიტიკული ნაწილი მთელი ამ მოძრაობის მიმართ და შესაბამისად, ამიტომ არ ვარ მათი მხარდამჭერი, ამიტომაც არ ვიწონებ თავს პოზირებით ამ სფეროში, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა აქციასთან დაკავშირებით „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საკუთრების დაცვის ნაწილში, მას აქციის მონაწილეების ესმის.

„რაც შეეხება მეორე საკითხს, რა ნაწილშიც მესმის პროტესტანტების, ეს არის საკუთრების ნაწილი. ამ ქვეყანაში საკუთრების ნაწილი ბოლომდე მოგვარებული არ გვაქვს. ფაქტობრივად, საერთოდ არ გვაქვს საკუთრების ნაწილი. როდესაც ქვეყანაში ინვესტორი შემოდის და რამის აშენება უნდა, ის მოსახლეობაზე უფრო ხშირად ელაპარაკება, როგორც წესი, მთავრობას. სიტუაციას მთავრობასთან ალაგებს. შემდეგ როცა მთავრობასთან დალაგებული გაქვს ნაკლებად გაინტერესებს ადგილობრივი მცხოვრებლების აზრი. ვიცი, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც იქ ცხოვრობენ და ეს პროექტი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა. მათი ნებართვა არ აქვს და მათი პროტესტი საკუთრების ნაწილში მგონია, რომ ლეგიტიმურია. ადამიანს აქვს ყველაფრის თქმის უფლება. ლაპარაკის გამო არ შეიძლება ადამიანის შეზღუდვა. რაც შეეხება ქალაქის პარალიზებას, ქალაქის პარალიზება მე არ მომეწონებოდა. თუ ქალაქის პარალიზება ხდება ეს შეიძლება, გამოხატვის თავისუფლების ნაწილი იყოს, მაგრამ ეს უნდა იყოს ბუნებრივი და არა ის, რომ ქუჩას ხელოვნურად გადაკეტავ თუ ჰესებს ააშენებთ. ეს ჩემთვის გაუგებარია. პროტესტის დროს არსებობენ გულწრფელი ადამიანები და არსებობენ არაგულწრფელი ადამიანები, როგორც ყველა პროტესტში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატიანათია თურნავა – სამწუხაროა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჰესებთან დაკავშირებით, ასეთ არასახელმწიფოებრივ პოზიციაზე დგას