„მიშას წინასაარჩევნოდ სულ ღალატობენ, ახლაც ღალატის პროცესია. არ მგონია, მოგების სტრატეგია იყოს, რასაც ახლა ვუყურებთ, ამიტომაც ჭირს ამ ხალხის გაერთიანება. სჯობს, ძველ სქემას დაუბრუნდნენ, თუ არ უნდათ სახელიც გაუტყდეთ“, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
იაგო ხვიჩიას ოპოზიციის გაერთიანების საკითხზე დაუსვეს კითხვა.
„მიშას წინასაარჩევნოდ სულ ღალატობენ. ახლაც ღალატის პროცესშია მიშა. ის ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს მიშას სხვადასხვანაირად უღალატა, შეიძლება ერთ მხარეს დადგეს და ეცადოს, სააკაშვილს ამომრჩეველი წაართვას. არ მგონია, მოგების სტრატეგია იყოს ის, რასაც ახლა ვუყურებთ. ამიტომაც ჭირს ამ ხალხის გაერთიანება, რადგან ყველას ესმის, რომ მაინცდამაინც კარგ საქმეს არ აკეთებენ. სჯობს, ძველ სქემას დაუბრუნდნენ, თუ არ უნდათ, სახელიც გაუტყდეთ და მიშას მოღალატეების სახელი შერჩეთ, „ნაცები“ – ნაცებში,“- აცხადებს ხვიჩია.