იაგო ხვიჩია „პრაიდზე“ – მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის

ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა,- ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ “თბილისი პრაიდის” ორგანიზებით გუშინ გამართული ღონისძიებისა და პარალელურად განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

“ადამიანები არ დაზიანებულან, როგორც ჩემთვის ცნობილია. უბრალოდ, ჩემთვის, როგორც არ ქვეყნის მოქალაქისთვის, ძალიან სამარცხვინო ფაქტია ის, რომ ჩვენ ქართველები ერთმანეთს დავსდევთ ქალაქის ქუჩებში და არც კი ვიცით, რის გამო ვაკეთებთ ამას. ქვეყანაში გვაქვს ისეთი სიტუაცია, როდესაც მოქალაქეების ორი ჯგუფი ერთმანეთს დასდევს იმის გამო, რომ ვიღაც ისეთია, როგორიც არის. ეს არის პრობლემა და ყველანაირი ტესტის ჩავარდნა. პოლიციამ ჩააბარა თუ არა უსაფრთხოების ტესტი? – თუ ადამიანები არ დაშავებულან და ავიცილეთ ჯანმრთელობის დაზიანებები, მაშინ გამოდის, რომ ეს ტესტი ჩაბარებულია, უბრალოდ, თუ სახელმწიფოებრივად ვუყურებთ ამ საკითხს, რამდენად საკმარისია ეს, სხვა ამბავია”,- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – ჯეიმს აპატურაიმ დიდი კმაყოფილება გამოთქვა საქართველოს მიერ წლების განმავლობაში გატარებული რეფორმების მიმართ
შემდეგი სტატიაოკერია – თბილისსა და რაიონებში მერობის, საკრებულოს თავმჯდომარის რიგ კანდიდატებზე უნდა მოხდეს შეჯერება