15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

იაგო ხვიჩია: პოლიტიკური სპექტრი სამი სუბიექტისგან შედგება- დანარჩენი თავგზის ასაბნევადაა შექმნილი

„თავისუფალი ხალხის პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ აჭარის ტელევიზიის გადაცემა „თავისუფალ  სივრცეში“ განაცხადა:

„ჩერგოს და გვარამიას ნათქვამზე რომ გამოვა, მირბის, ვინმე რომ დაამხოს, უბრალოდ, ეს ხალხი დამანახეთ, როგორ შეიძლება, ასეთი აბსურდი ბუნებაში არსებობდეს?“

კითხვაზე, რომელიც თამარ ჩერგოლეიშვილის პარტიის რეიტინგს შეეხებოდა, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „ფედერალისტები“ გასაქრობად გამზადებული ნარჩენებია.

„თავის დროზე „ლელოს“ ჰქონდა ასეთი სპეციფიკური წარმოდგენა ქართულ ამომრჩეველზე და ფიქრობდა, რომ 20-დან 40 პროცენტამდე ჰქონდა ხმები და მერე მიიღო სამი პროცენტი. თავის დროზე რომ ვუთხარით ეს ხაზარაძეს, არ მოეწონა და გაიბუტა, თქვენ არ იცით ჩემი შესაძლებლობებიო. ქალბატონმა თამარმა იცის, რომ არიან გასაქრობად გამზადებული პოლიტიკური ნარჩენები, რომელიც, საბოლოო ჯამში, „ალიანსში“ აღმოჩნდა, ერთად არიან ჩაყრილი და, ჩემი აზრით, შემდეგ არჩევნებამდე ერთად ჩაიწმინდებიან. დიდი ხანია, ვამბობთ, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი შედგება სამი სუბიექტისგან: ბიძინა ივანიშვილი, მიხეილ სააკაშვილი და „თავისუფალი ხალხის პარტია“, დანარჩენი ყველაფერი არის თქვენს თავგზის ასაბნევად შექმნილი. მათ არ აქვთ არანაირი იდეა, არანაირი მიზიდულობის ცენტრი, არანაირი პრინციპი, უღალატიათ ყველასთვის და ყველაფრისთვის ამ ქვეყანაში. მთავარი პრობლემაც ის არის, რომ ქართველ ხალხს თვალი უნდა აეხილოს, უნდა დაინახოს ეს მარტივი ჭეშმარიტება“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„ქომაგობა არ ჩერდება“ — ერთად ვუგულშემატკივროთ საქართველოს ნაკრებს თუ სტადიონზე ვერ შევიკრიბებით, მთელი ქალაქი ტრიბუნად იქცევა
შემდეგი სტატია“ფასადური აღმოჩნდა გაკეთებული დაპირებები” – თამარ ონიანი