იაგო ხვიჩია – ოპოზიციას მოვუწოდებ, პროვოკაციას არ ავყვეთ

რაც არ უნდა უცნაურად ჩანდეს, ახლა ამ ცვლილებების შემოტანა „ნაცების“ გამარჯვების აღიარებაა, რადგან „ქართული ოცნების“ ტაქტიკამ არ გაამართლა, რომ დისკუსიები ჩხუბში გადასულიყო ლგბტ თემაზე იქიდან გამომდინარე, რომ ამას „ნაცები“ არ აჰყვნენ და დამცინავი იუმორით შემოიფარგლნენ, – ამის შესახებ„გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, კანონპროექტი „ოცნებამ“ იმიტომ მოამზადა, რომ პარლამენტში ჩხუბი იყოს და თავი კომფორტულ გარემოში იგრძნოს.

„ოპოზიციას მოვუწოდებ, ამ პროვოკაციას არ ავყვეთ, რადგან ეს არის პროვოკაციული ცვლილება რომ ამან გამოიწვიოს დავიდარაბა, ჩხუბი და არა დისკუსიები. ქართველ ხალხს მოვუწოდებ, დაიმახსოვრონ ის, რასაც ახლა „ქართული ოცნება“ აკეთებს, როგორ მიაქვს უკან ქართველი ხალხის ნაშრომი და ეს გაბრაზება 26 ოქტომბრისთვის მიიტანოს. „ნაცების“ ტაქტიკა, რომ არ ჰყვებიან, სწორია. ალეკო ელისაშვილმაც ნერვები უნდა მოთოკოს და ამ თემაზე მსჯელობა მშვიდად უნდა გავაგრძელოთ, ისე, რომ ქართველმა ხალხმა გაიგოს, “ოცნება “არ გამოსწორდება“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპაპუაშვილმა ოპოზიციას მიმართა – ქართველ ხალხს ნუ ატყუებთ, გაგივიდათ შარშან, წელს არ გამოგივათ
შემდეგი სტატიამდინარაძე – წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი