19.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 14, 2026
banner

“იაგო ხვიჩია “ოცნების” აგენტ-პროვოკატორია, ენმ კი ამას აჰყვა”- თენგო თევზაძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი და პარტია „ახლის“ წარმომადგენელი თენგო თევზაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის მიერ დებატებში მიწვევის შეთავაზებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მხრიდან ამ ფორმატში მონაწილეობის არანაირი ინტერესი არ არსებობს.

„ნიკა გვარამიამ დებატებთან დაკავშირებით უპასუხა, არანაირად არ ვთვლით, მითუმეტეს ნიკა გვარამია, რომ ანა წითლიძეს რაიმე სახის დებატებში უნდა დავუჯდეთ. არც სერიოზულად მიგვაჩნია და არც რაიმე მოთხოვნა ან საზოგადოებრივი ინტერესი ჩანს. იაგო ხვიჩიას და მსგავსი აგენტ-პროვოკატორების პოლიტიკური პოზიციების შეფასებამ მიიყვანა ის პოლიტიკური ძალები იქამდე, სადამცედ არიან მისული, ფაქტობრივად, მარგინალიზაციის გზას დაადგნენ. აქედან გამომდინარე, ვინმე ანა წითლიძესთან დებატების არანაირი ინტერესი არ არის, მით უმეტეს, ნიკა გვარამიასგან. იაგო ხვიჩია „ქართული ოცნების“ აგენტ-პროვოკატორია, მამუკა მდინარაძემ გადახაზა პირადად. იაგო ხვიჩიასთან არანაირი ურთიერთობა არ გვაქვს, ვისურვებ, მასთან ითანამშრომლონ ჩვენი ქვეყნის მტრებმა, რადგან ის არის აგენტ-პროვოკატორი და „ნაცმოძრაობა“ აყოლილია ამ ყველაფერს, რაღაც 400 კილო ფული შეიტანესო და 40 მილიონი დოლარიო, სისულელე, ზღაპარი. ყველა, ვინც ამ ზღაპარს აჰყვება და მარგინალიზაციას გზას გაჰყვება, დაასრულებს ისე, როგორც მარგინალები ასრულებენ“, – აღნიშნა თენგო თევზაძემ.

banner
წინა სტატიაშიანდრიი ბილეცკი: რუსებს დონბასის დაკავება 2027 წლამდე სურთ, თუმცა უკრაინას ფრონტის გაუმჯობესების შანსი აქვს
შემდეგი სტატიაავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში – აღმაშენებლის ქუჩაზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა