იაგო ხვიჩია – ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში

ხმების დაცვა შეიძლება იყოს ახალი ურთიერთობის საფუძველი ოპოზიციაში, მაგრამ რაც შეეხება კოალიციას და ერთიან კანდიდატს, მგონი შორია აქამდე – სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან ოპოზიციის მხრიდან მერობის საერთო კანდიდატის შესაძლო წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე ჯერ ნიკასთან (მელია) არ მილაპარაკია და სანამ ადამიანთან არ ვისაუბრებ, მანამდე მიჭირს საბოლოო სიტყვის თქმა. თუმცა, სკეპტიკური ვარ საერთო კანდიდატის მიმართ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების და დამოკიდებულებების გამო, რაც ბოლო პერიოდში არსებობს ოპოზიციაში, თუმცა, კოორდინაციის რაღაც ფორმა აუცილებელია თუნდაც იმისთვის, რომ ხმები დავიცვათ. ჩვენ ახლა გვჭირდება 3800- მდე დამკვირვებელი, საოლქო – საარჩევნო კომისიის წევრი და ა.შ. რაზეც მგონია, რომ ოპოზიციამ ერთობლივად უნდა იზრუნოს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაში„ენკა“ – „ნამახვანჰესი“ არის, იყო და იქნება ქართული პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის განუყოფელი ნაწილია
შემდეგი სტატიამსოფლიო ბანკმა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად €85 მილიონიანი პროგრამა დაამტკიცა