იაგო ხვიჩია – იმის თქმა, რომ კანონი არც ერთ პოლიციელს და სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, სწორი არ არის

„თქვენ იცით, რომ ჩვენი კოლეგები ხელისუფლებიდან და ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტზე მუშაობდნენ, მაგრამ ჩვენთვის არ დაუძახიათ, ამიტომ წარმოდგენა არ მაქვს რა ეტაპზეა ეს კანონპროექტი. ჩემი აზრით, უნდა იყოს ისე, როგორც ამას განმარტავენ ჩვენი მედიატორები და ფასილიტატორები ვისი ინიციატივითაც მოვაწერეთ ხელი ამ დოკუმენტს. ჯერ ვნახოთ წარმოდგენილი კანონპროექტი და შემდეგ ვიკამათოთ იმაზე, რომ ვიღაც კონკრეტულ ადამიანს შეეხება, არ შეეხება. ეს კანონპროექტი მიუღებელი იქნება თუ იქნება ამორალური, გააჩნია სხვადასხვა შემთხვევას, არიან პოლიციელები და სპეცრაზმელები, რომლებიც ცუდად იქცეოდნენ, მაგალითად, ვიღაცას მანქანაში ტენიდნენ, ან ვიღაცას ხელით შეეხნენ, ჩემი აზრით, ჩვენ თუ პატიების გზით მივდივართ, ერთმანეთის გალახვა ერთმანეთს უნდა ვაპატიოთ, ერთმანეთს რასაც ვერ ვპატიობთ ჯერჯერობით არის ერთმანეთის დასახიჩრება, ამიტომ მე მგონი აქ ბუნებრივად ისედაც არის ზღვარი გატარებული და ზოგადად იმის თქმა, რომ ამნისტიის კანონი არც ერთ პოლიციელს და არც ერთ სპეცრაზმელს არ უნდა შეეხოს, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტში შესვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციას – „რატომ მიგვატოვეთ“, „მონებო“, „ყველას გიმახსოვრებთ“
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – არანაირ ამნისტიის კანონს არ დავუჭერთ მხარს, რომელიც შესაძლებელია, შეიცავდეს ოდნავ მაინც რისკს