იაგო ხვიჩია ბიძინა ივანიშვილზე- მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ რაიმე დამიჯეროს

მისაღებად მიმაჩნია, ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის და, საუბედუროდ, ქვეყანაში ერთპიროვნული მმართველობაა.

„კაცი ახალი მოსულია და არ მინდა, მის დასანქცირებაზე ველაპარაკო. მინდა, ველაპარაკო ჩემს პროექტებზე, იქნებ რაიმე დამიჯეროს. მაგალითად, ამ მასშტაბის ქველმოქმედისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, რომ ქველმოქმედება ბოლომდე მიიყვანოს და ქართველ ხალხს უბოძოს სამართლიანობა, სიმდიდრე, რომელიც დღეს უპატრონოდ არის მიგდებული. ანუ, სახელმწიფო ქონება საქართველოს მოქალაქეებზე თანაბრად გადანააწილოს. ამაზე დიდი ქველმოქმედება მსოფლიო ისტორიის მანძილზე არავის ექნება გაკეთებული. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის. იცით, რომ ოლიგარქიული მმართველობის გულშემატკივარი ვარ ერთპიროვნულ მმართველობასთან შედარებით. საუბედუროდ, ერთპიროვნული მმართველობა გვაქვს და ვერ ავმაღლდით ოლიგარქიულ მმართველობამდე. მისაღებად მიმაჩნია, რომ ამ ქვეყანას ოლიგარქები მართავდნენ, ვიდრე ერთპიროვნული მმართველობა იყოს, მაგრამ ადამიანს ოლიგარქს ძალით ეძახიან და ასეთი არაფერი მინახავს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიპირველი გამოხმაურება სტალინის გამოსახულებიან ხატზე – პოლონეთის საელჩო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაგიტანას ნაუსედა – უკრაინისთვის 200 მილიონი ევროს სამხედრო დახმარების პაკეტი დავამტკიცეთ