იაგო ხვიჩია – აშშ-ს საელჩოს განცხადება დიპლომატიური პასუხია “ოცნებისთვის” – მიანიშნეს, რომ მოსამართლეზე დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებენ

საელჩოს განცხადება დიპლომატიური პასუხია “ქართული ოცნებისთვის” – რასაც გვაბრალებთ, ასეთ რამეს ადგილი არ აქვსო, მიანიშნეს, რომ ამ საკითხზე დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებენ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც აშშ- ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საელჩომ ყურადღება ბრალდებებიდან ნეიტრალურ თემაზე გადაიტანა.

“პირდაპირი პასუხი “ქართული ოცნების” პრეტენზიაზე აშშ-ის საელჩოს არ გაუცია და სხვა თემაზე გადაიტანა საუბარი, რითაც მგონია, რომ “ქართულ ოცნებას” მიანიშნა, რომ ამაზე დისკუსიის გაგრძელებას არ აპირებს. ქართულ- ამერიკულ ურთიერთობებზე გადაიტანა საელჩომ ყურადღება, ნაცვლად იმისა, თუ რამდენად სწორად ან არასწორად გაუუქმეს მოსამართლეს ვიზიტი ამერიკაში. ჩემი აზრით, ეს განცხადება ირიბი პასუხია იმაზე, რომ დანაშაულს თუ რასაც აბრალებდნენ, არაფერ შუაშია, მაგრამ უფრო მგონია, რომ დიპლომატიური პასუხია სიტუაციის განსამუხტად. “ქართული ოცნების” უცნაურ ქცევაზე, როცა პარლამენტიდან თქვეს, გაგვეცით პასუხი, გასცეს ასეთი პასუხი, სადაც დიპლომატიურად უთხრეს „ქართულ ოცნებას“, რომ რასაც გვაბრალებთ, ასეთ რამეს არ აქვს ადგილი და მოქმედებენ ამერიკის და ქართული კანონმდებლობის შესაბამისად,”- განაცხადა ხვიჩიამ.

banner
წინა სტატიაშიშვედეთის ელჩი ულრიკ ტიდესტრომი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიაბულგარეთის პრემიერ-მინისტრი კირილ პეტკოვი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს