იაგო ხვიჩია – ამ დროისთვის მოლაპარაკებების არანაირი ეტაპი არ მიმდინარეობს

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ამ დროისთვის მოლაპარაკებების არანაირი ეტაპი არ მიმდინარეობს.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი იქნება „გირჩის“ სამოქმედო გეგმა, ხვიჩია ამბობს, რომ ამ თემაზე პარტიის სათათბიროში მსჯელობა მიმდინარეობს.

„მე არ ვიცი, რაოდენ დიდია შანსი, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსწორდნენ და შემდეგ შერიგდნენ, ერთად გააგრძელონ მშვიდი თანაცხოვრება, მაგრამ ალბათ ამის შანსიც არსებობს. მემგონი, საერთო ოპოზიციურ მოლაპარაკებებში „გირჩმა“ კიარა, ბატონმა დანიელსონმა ვერ ქნა ვერაფერი. შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ, ცოტათი გვერდზე გავდგეთ ამ პროცესიდან და ვაცადოთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთმანეთთან ჩხუბი, რადგან აზრი არ აქვს, ამ ამბავში ამ ხალხს ხელს მაინც ვერავინ ვერ უშლის. დანარჩენი პარტიები ამ ჩხუბში ბანს აძლევენ ერთ ან მეორე მხრეს. ახლა ჩემი აზრით, მოლაპარაკებების საერთოდ არანაირი ეტაპი არ არის, ამ წუთას ველოდებით ვიღაცას, როგორც დანიელსონს ველოდებოდით. ჩვენ ჩვენს სამომავლო გადაწყვეტილებას ამ წუთას ვათანხმებთ და გავდივართ ჩვენს მმართველ ორგანო სათათბიროში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

რაც შეეხება ხელისუფლებასთან ინდივიდვალურ მოლაპარაკებებს, ხვიჩიას შეფასებით, მოსალაპარაკებელი აღარაფერია.

„მემგონი, აღარაფერი გვაქვს მოსალაპარაკებელი და ვერ მოვილაპარაკეთ. ვფიქრობ, რომ ჩვენი მესამე გზის, „გირჩის“ გზის აღსრულება უნდა დავიწყოთ, უბრალოდ, ამისთვის ველოდებით შესაბამის მომენტს, მას შემდეგ, რაც ჩვენს შიგნით შევათანხმებთ. ეს „გირჩის“ გზა, გზა, რომელიც არ არის არც „ნაციონალური მოძრაობის“ და არც „ქართული ოცნების“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კი იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს.

„მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს იქედან გამომდინარე, რომ არსებობს ეუთო/ოდირის დასკვნა არჩევნების გაყალბება არგაყალბებასთან დაკავშირებით. ჩვენმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ახლა არის შექმნილი, განსხვავებული რა უნდა გამოიძიოს. ჩვენ თავი უნდა დავანებოთ იმ არჩევნების ასეთი ფორმით გამოძიებას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიმეგი ბაქრაძის ადვოკატები გამოძიების დაწყებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაენმ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომას ითხოვს