იაგლანდთან შეხვედრისას ოპოზიცია “რუსთავი 2”-ის საქმესა და სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ისაუბრებს

ტორბიონ იაგლანდთან შეხვედრისას ყურადღებას სასამართლო სისტემაში არსებულ ვითარებაზე, მედიის თავისუფლებასა და ასევე “რუსთავი 2”-ის საქმეზე გაამახვილებს ოპოზიცია. “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, შეხვედრისას ის საკითხები განიხილება, რომელიც ხშირად ხვდება საერთშორისო საზოგადოების რეზოლუციებში.

„შეხვედრებზე საუბარი იქნება იმ საკითხებზე, რაზეც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას არა ერთხელ უსაუბრია, მათ შორის რეზოლუციების სახით, ეს არის მედიის დამოუკიდებლობა და “რუსთავი 2”-ის საქმე, სასამართლო დამოუკიდებლობა, შერჩევითი სამართალი და პოლიტიკური პატიმრები. დარწმუნებული ვარ, ყველა ამ საკითხზე შედგება საუბარი ხელისუფლებასა და ბატონ იაგლანდს შორის და ცხადია, ჩვენც გავაგრძელებთ მუშაობას, რომ ყველა ეს საკითხი საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრას,“ – აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინათინ ბოკუჩავა.

banner
წინა სტატიაშიმეხანძრეები “ბავშვთა სამყაროს” შენობაში ცეცხლის ლოკალიზებას ამ დრომდე ცდილობენ
შემდეგი სტატია” ბავშვთა სამყაროსთან” თბილისის მერი დავით ნარმანია მივიდა