15.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 17, 2026
banner

IAEA-ს საბჭოზე ირანის წინააღმდეგ ახალი რეზოლუცია მზადდება

აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს წევრებს მოუწოდებენ,  მომავალ კვირას მიიღონ რეზოლუცია, რომელიც ირანის საკითხს გაეროს უშიშროების საბჭოს გადასცემს. მსგავსი ნაბიჯი ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად იდგმება.

გასული წლის ივნისში IAEA-მ ირანი ბირთვული ვალდებულებების დარღვევა დაუდგინა,  რასაც მეორე დღესვე ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშები მოჰყვა. დაბომბვის შედეგად განადგურდა ან მძიმედ დაზიანდა ურანის გამდიდრების საწარმოები.

მას შემდეგ თეირანი სააგენტოს ინსპექტორებს დაზიანებულ ობიექტებზე არ უშვებს და არც გამდიდრებული ურანის ნაშთების შემოწმების უფლებას აძლევს.

IAEA-ს მონაცემებით, ირანი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ბირთვული იარაღის არქონის მიუხედავად, ურანს 60%-მდე ამდიდრებს — რაც მცირე ნაბიჯია საბრძოლო კონდიციამდე. სააგენტოს ვარაუდით, იერიშებს 200 კგ-ზე მეტი ასეთი ურანი გადაურჩა, რომელიც ამჟამად ისფაჰანისა და ნათანზის ობიექტებზე ინახება.

რეზოლუციის პროექტის ზუსტ ფორმულირებებზე დიპლომატიური მოლაპარაკებები ამჟამადაც მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის განკარგულება: 3 ოქტომბრის შუალედური არჩევნების დასაფინანსებლად ცესკო 1 117 000 ლარს მიიღებს
შემდეგი სტატიამარგუს ცაჰკნა: კრემლის მიზანი უცვლელია — ტერორის დათესვა და მაქსიმალური ხოცვა-ჟლეტა