იაცენუკი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რადას კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს

იაცენიუკს გაერთიანებული ნანთობკომპანიის შექმნა სურს

უკრაინის პრემიერმინისტრი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე რადას კენჭისყრის ჩატარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ არსენი იაცენუკმა პარლამენტში სამთავრობო საათის დროს განაცხადა. მისივე თქმით რადას აქვს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება შესაბამისი რეზოლუცია კენჭისყრაზე გაიტანოს, თუ ის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ უჭერს.

ჯერ კიდევ გუშინ არსენი იაცენუკი აცხადებდა, რომ მთავრობამ ერთ გუნდად მუშაობა გადაწყვიტა და მომდევნო 12 თვიანი სამუშაო გეგმის შედგენაც დაიწყო. დაპირისპირება რადასა და მთავრობას შორის რამდენიმე თვეა გრძელდება. ნოემბერში პრემიერმინისტრი მმართველი კოალიციიდან გასვლითაც იმუქრებოდა.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკის მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს ხვდება
შემდეგი სტატია“რა თქმა უნდა, პოლიტიკა და “მაესტრო” დღეს განუყოფელია“ – გიორგი ვაშაძე