მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის, ტელეკომპანია „იმედს“ უჩივის ცილისწამებისთვის. მიზეზი მისი ძალადობრივი აქციის ორგანიზატორად მოხსენიებაა
როგორც ია ფარულავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, მის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელება დაიწყო მის მიერ ორგანიზებული აქციების გამართვის შემდეგ, 21 აგვისტოს:
„21 აგვისტომდე იყო დუმილი… მე ნამდვილად ვიყავი ორი მშვიდობიანი და არაძალადობრივი დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი 2025 წლის 22 მარტს და 4 ივლისს, სადაც მოქალაქეებმა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხები გავაპროტესტეთ. ამის „ძალადობრივად“ მონათვლა არის მიზანმიმართული ტყუილი, რომელიც ჩემი სახელის გატეხას და რეპუტაციის შელახვას ისახავს მიზნად“, – აცხადებს ია ფარულავა.















