ია ფარულავა: როგორც კი აქტს მოეწერება ხელი, დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოში

“დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, რომ მეგობარ აქტს ერთი ხელმოწერაღა სჭირდება, პრეზიდენტის ხელმოწერა იმისთვის, რომ დამტკიცდეს და გახდეს კანონი. ეს, მეგობრებო, არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც კი შეიძლება, მოხდეს საქართველოსთვის, რადგან ეს აქტი მოიცავს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ზეგავლენის ჩახსნას, ირანის ხელისუფლების ზეგავლენის ჩახსნას და კრემლის ზეგავლენის ჩახსნას საქართველოდან და შესაბამისად, როგორც კი აქტს მოეწერება ხელი, დაიწყება უპრეცედენტო ცვლილებები საქართველოში. სხვათა შორის, უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მოაწერა ხელი ქვედა პალატაშ სენატორებისა. დონალდ ტრამპი არ მიატოვებს საქართველოს, რადგან ის არის საქართველოს მეგობარი, ამერიკა იყო, არის და იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, – ამბობს მსახიობი და ტელეწამყვანი ია ფარულავა, რომელიც ამ წუთებში მადლობის მარშს მიუყვება

banner
წინა სტატიაშითბილისში, მოქალაქეები ახმეტელის მეტროსადგურიდან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომდე მსვლელობას სახელწოდებით – „მადლობა მეგობარს“ მართავენ
შემდეგი სტატიავოლოდიმირ ზელენსკი – ველოდებით ცეცხლის შეწყვეტას და პირადად დაველოდები პუტინს თურქეთში