ია მეურმიშვილი:ეს არის ერთი ნაბიჯი პენტაგონის მხრიდან იმისთვის, რომ გაეგზავნოს საქართველოს სიგნალი იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ამერიკის თავდაცვის პოზიცია

“ამერიკის ხმის” ყოფილი კორესპონდენტი პირდაპირ ამბობს, რომ მოცემული განცხადება დასტურია იმისა, რომ აშშ-ს ივანიშვილის ხელისუფლების ბრალდებებისგან გამიჯვნა სურს.

ამასთანავე, ია მეურმიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ შესაძლოა, საქართველომ დასავლეთისგან მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები იხილოს.

გადაწყვეტილება არის რთული და ერთი მხრივ, ალბათ, მოსალოდნელი, მაგრამ რაღაც მომენტში დაუჯერებელი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძლიერი იყო საქართველოსა და შტატებს შორის ურთიერთობა. ეს ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვნახეთ არაერთი განცხადება, ჯიმ ო’ბრაიენის ვიზიტი და მისი გზავნილი, როგორც ვხედავთ რაღაც მექანიზმი ამუშავდა, რომელიც დრო და დრო გამოავლეს იმას, თუ როგორია პოლიტიკის გადახედვა, ან ის პოლიტიკა, რომელიც გადახედვის შემდეგ დარჩება საქართველოსა და აშშ-ის შორის. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. როგორც ჩანს, რამდენიმე თვე დასჭირდა თავდაცვის დეპარტამენტს იმისთვის, რომ მისულიყო ამ გადაწყვეტილებამდე. ამ განცხადებაში ასევე არის ნათქვამი, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. ამ ეტაპზე, ამ განცხადებაში, თითქოს უცნაურად ჟღერს ის, რომ ერთი მხრივ, წყვეტენ სამხედრო წვრთნებს და არა მთლიანად სამხედრო დახმარებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

ეს არის ერთი ნაბიჯი პენტაგონის მხრიდან იმისთვის, რომ გაეგზავნოს საქართველოს სიგნალი იმისთვის, რომ ნათელი გახდეს ამერიკის თავდაცვის პოზიცია. თავდაცვის დეპარტამენტი იყო ერთ-ერთი დარჩენილი უწყება. ასევე არის ხაზინა. თუმცა თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან ასეთი განცხადების გაკეთება არის ლოგიკური გაგრძელება იმ ჯაჭვისა, რომელიც დაიწყო რამდენიმე თვის წინ. მე ვფიქრობ, რომ ეს ჯაჭვი კიდევ უფრო გაგრძელდება და შეიძლება, უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებიც ვნახოთ”, – ამბობს ია მეურმიშვილი.

აშშ-მა საქართველოში სწავლება “ღირსეული პარტნიორი” განუსაზღვრელი ვადით გადადო – ამ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ავრცელებს.

ირკვევა, რომ სწავლება თავდაპირველად იყო დაგეგმილი 2024 წლის 25 ივლისიდან 6 აგვისტომდე, თუმცა ახლა საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

განცხადებაში პირდაპირ წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება.

banner
წინა სტატიაშილელო-დღეს ჩვენ აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში ერთ-ერთი უმძიმესი დღის მომსწრენი გავხდით
შემდეგი სტატიაუკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 27 “შაჰიდიდან” 24 ჩამოაგდეს