ია მეტრეველი: “ქართულმა ოცნებამ” ნადვილად ბევრი კარგი საქმე გააკეთა, თუმცა არის საკითხები, რაშიც მათ აღარ ვეთანხმები

თამაზ მეჭიაურის ახალი პარტიის წევრი ია მეტრეველი აცხადებს, რომ მიზეზი, მისი პარტიაში გაწევრიანებისა, არის ის, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ მომხდარა სამართლიანობის აღდგენა.

“ქართულმა ოცნებამ” ნადვილად ბევრი კარგი საქმე გააკეთა და აკეთებს კიდეც. თუმცა, არის საკითხები რაშიც მე მათ აღარ ვეთანხმები. ეს არის პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, რომ გავაგრძელო ბრძოლა, რადგან აღარაფერი დამრჩენია “ნაციონალური მოძრაობის” ხელწერიდან. სწორედ რაც დამრჩა ცხოვრებაა და მინდა, რომ მოვახმარო ჩემს ხალხს, ჩემს ქვეყანას, რასაც ისედაც ვაკეთებ მთელი ჩემი ცხოვრება,” – აღნიშნა ია მეტრეველმა ახალი პარტიის ბრიფინგზე.

მისივე თქმით, პარტიას “თამაზ მეჭიაური – ერთიანი საქართველოსთვის,” საპარლამენტო არჩევნებში დიდი შანსები აქვს, რადგან თამაზ მეჭიაურს ბევრი ქართველი უჭერს მხარს.

ია მეტრეველი, 2014 წლის 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან პოლიციის თანამშრომლის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის დედაა.

banner
წინა სტატიაშითამაზ მეჭიაური: ლევან ვასაძის ფინანსებს სუნი არ ასდის
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩემი მთავრობა ყველა ღონეს მიმართავს, რომ საქართველო სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსხვილ ექპორტიორად აქციოს