ია მეტრეველი მეუფეებს – ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია

ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს ეკლესიაშიც შეაღწია – სააკაშვილის პატიება ყოველად დაუშვებელია!“- ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა მიუტევო იმას, ვინც ნანობს თავის დანაშაულს.

„მე მინდა გამოვეხმაურო მღვდლების და მეუფეების მცირე ნაწილს. ყველამ გამოამჟღავნა თავისი სახე. როგორ შეიძლება, ვის შეწყალებაზეა საუბარი? მკვლელის, რომელმაც ახალგაზრდები გაჟლიტა, გაანადგურა ქვეყანა, გაყიდა მიწები, რუსეთს ჩააბარა ყველაფერი.

ძალიან მიკვირს, რომ ამ ბოროტმა ძალამ, რასაც მიხეილ სააკაშვილი წარმოადგენს, ეკლესიაშიც შეაღწია. მინდა გამოვხატო წუხილი. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოაწერონ ხელი პეტიციას! სააკაშვილის პატიება ყოვლად დაუშვებელია! ძალიან მიმტევებელი ადამიანი ვარ, მაგრამ უნდა მიუტევო იმას, ვინც ნანობს თავის დანაშაულს. უდიდესი დანაშაულები აქვს და ნანობს კი არა ერთი სული აქვს დაბრუნდეს ხელისუფლებაში და უარესი გაგვიკეთოს, ვინც ცოცხლები დაგვტოვა გაგვანადგუროს“,-აღნიშნავს ია მეტრეველი.

მან 14:00 საათზე, რუსთავის ციხესთან დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკვირს, საზოგადოებისთვის რომ დასჭირდა იმის შეხსენება, თუ რა „ჯოჯოხეთი გამოიარეს“.

„მინდა გითხრათ, რომ დღეს აქ ვართ პოლიტპატიმრების და სააკაშვილის რეჟიმის მიერ განადგურებული ოჯახების ძალიან მცირე ნაწილი. ეს უცებ გადავწყვიტეთ. ეს დღეები ვისმენთ, უნდათ, პოლიტპატიმრად მონათლონ სააკაშვილი, ის კი იქიდან ბედავს და მოძღვრავს თავის სექტას, როგორ უნდა მოიქცნენ. არ შემეძლო სახლში გავჩერებულიყავით და სწორედ ამიტომ შევიკრიბეთ აქ. 14:00 საათზე მივდივართ ციხესთან და იქ ნამდვილად ვიცი ბევრი ხალხი იქნება. „ნაციონალები“ სხვა ინტერპრეტაციას გაუკეთებენ, 2 კაცი იყო მოსულიო. მიკვირს, რომ ხალხისთვის იმის შეხსენება დაგვჭირდა, თუ რა მდგომარეობაში ვცხოვრობდით 9 წელიწადი, რა ჯოჯოხეთი გამოვიარეთ. ვფიქრობ, ძალიან მცირე ოჯახი იყო დარჩენილი, ვისაც ეს რეჟიმი არ შეხებია“,- აღნიშნავს მეტრეველი.

banner
წინა სტატიაშისაოლქო საარჩევნო კომისიები დღეს 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს შეაჯამებენ
შემდეგი სტატიასულხან მოლაშვილის ძმა – რუსთავში, სადაც ე.წ. ვითომ პოლიტპატიმარი სააკაშვილი იმყოფება, ვაპირებთ დღეს აქცია ჩავატაროთ