ია მეტრეველი – ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, დასაჯონ სააკაშვილი, არავითარი უკრაინა

დიდი იმედი მაქვს, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერზე აგებინებენ პასუხს, – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა.

ია მეტრეველმა მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა:

„ნადვილად ძალიან ემოციური დღეებია ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის. სამწუხაოდ, სააკაშვილისა და მისი რეჟიმის მიერ ჩემნაირი განადგურებული და გაუბედურებული ოჯახები ძალიან ბევრია. ნამდვილად ველოდებოდი, რომ როდისმე დადგებოდა სამართალი, თუმცა ძალიან დაიგვიანა ამ სამართლიანობის აღდგენამ; მაგრამ, რადგან ეს მოხდა და ვაჟბატონი იმყოფება ციხეში, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი და ემოციურია. ყველას კარგად ახსოვს, 19 წლის უდანაშაულო ბავშვი როგორ მომიკლეს. ძალიან მიკვირს, განცვიფრებული ვარ, რომ მეორე ტური დაგვჭირდა. სააკაშვილი თავის საქციელებზე პასუხისმგებელი უნდა იყოს. ყველაფერი, რაც ხდებოდა, ეს იყო სააკშვილის ბრძანებით, ეს იყო დანერგილი, რომ შიშით შეეპყროთ მთელი საქართველო და რასაც ეტყოდნენ, ის შეესრულებინათ. ჩემს შვილზეც ასე მოიქცნენ, ხმა რომ არავის გაეღო, ბანდიტად გამომიცხადეს შვილი. დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერზე აგებინებენ პასუხს. ექვსი წელი არ ვიცი, რა არის, მას იმდენი დანაშაული აქვს. ჩვეულებრივ ციხეში უნდა იყოს, ისეთში კი არა, თვითონ რომ ქონდათ და აწამებდნენ ხალხს, მაგრამ არავითარ ფუფუნებაში, ის არის ყველაფრის ღირსი.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ძალოვან სტრუქტურებს და პრემიერ-მინისტრს, რომ თავიდან აგვაცილეს საშინელი პროვოკაცია, რასაც ამზადებდა სააკაშვილი. ის ითხოვდა ოპოზიციური პარტიებიდან ხალხის დახოცვას; ვიცით, ადამიანების სიკვდილი მათთვის არაფერს წარმოადგენს. მოკლავდნენ რამდენიმე კაცს, რომ დაებრალებინათ ხელისუფლებისთვის და აქ იქნებოდა საშინელი არეულობა, მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და იქნებოდა საშინელი ამბავი, ძალიან სერიოზულ პროვოკაციას ავცდით და დიდი მადლობა ხელისუფლებას, რომ ეს ყველაფერი გაირკვა, გადავრჩით და ავიცილეთ.

ხელისუფლებას მივმართავ, ერთხელ და სამუდამოდ, ეს კაცი დასაჯონ ისე, რომ მას ბოროტების კეთება აღარ შეეძლოს; ასევე, მისი თანამზრახველები. რომ შემოვიდა რამდენიმე დღით, ხელისუფლებამ იცოდა და თვალყურს ადევნებდა. არავითარი უკრაინა, მან უნდა მოიხადოს სასჯელი. ისე არ მოხდეს, რომ მართლა მთელი საქართველო გამოვიდეს და არ დავუშვათ მის გარეთ გამოშვება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

წინა სტატიაშისაქართველოში მიწისძვრა მოხდა
შემდეგი სტატიავრცელდება მიხეილ სააკაშვილის დაკავების კადრები (ვიდეო)