ია მეტრეველი: გაიხსენეთ, სად ვცხოვრობდით ცხრა წლის განმავლობაში, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ

სრულიად საქართველოს ვთხოვ, გაიხსენეთ სად ვცხოვრობდით ცხრა წლის განმავლობაში, შემოგვხედეთ განადგურებულ ოჯახებს. ეს რომ აღარ განმეორდეს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის „დავასრულოთ“ დამფუძნებელმა, ია მეტრეველმა ქუთაისში, აღმაშენებლის მოედანზე სამოქალაქო მოძრაობის „არა ნაცებს“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე განაცხადა.

ია მეტრეველის განცხადებით, არჩევნებზე ყველა მოქალაქე უნდა მივიდეს, რათა კრიმინალები აღარასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.

მისივე თქმით, 31 ოქტომბერს მთელმა საქართველომ ერთად უდნა იზეიმოს დიდი გამარჯვება.

ამასთან, სიტყვით გამოსვლისას მან მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ქუთაისში საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნისთვის.

„არ შემიძლია, ჩემი გამოსვლა არ დავიწყო იმით, რომ ქუთაისში რამდენიმე დღის წინ გაიხსნა ცოდნის ტაძარი, ვგულისხმობ საერთაშორისო უნივერსტეტს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, თქვენი ქალაქისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. სწორედ ეს მნიშვნელოვანი დღე მინდა მოგილოცოთ, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, ჩვენი განათლების, კულტურის, ეკონომიკის და ქვეყნის განვითარებას განაპირობს ის ახალგაზრდობა, რომელიც აქ მიიღებს საერთაშორისო განათლებას და იქნება პროფესიონალი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს. მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ამ ტრიბუნიდან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი პროექტი განახორციელა და არამარტო ეს.

რაც შეეხება ჩემი აქ ჩამოსვლის მიზანს, მე ვარ სააკაშვილის ცხრაწლიანი რეჟიმის მიერ განადგურებული, ბუტა რობაქიხის დედა. ჩემი სრულიად უდანაშაულო შვილი ქუჩაში დახვრიტეს, შემდეგ მოჰყვა სანდრო, შემდეგ იცით, რაც დაატრიალეს და მარტო 160 ბიჭი დახვრიტეს ქუჩაში. აქ მე მარტო არ ჩამოვსულვარ, ჩემსავით გაუბედურებული დედები არიან ჩემ გვერდით: გიორგი გამცემლიძის დედა გულიკო გამცემლიძე, იური ვაზაგაშვილის და.

დღემდე ვერ მომინელებია ბატონი იური, ეს ვაჟკაცი ქართველი ადამიანი, რომელიც ასევე გაუგონარი სისასტიკით გაისტუმრეს ამ ქვეყნიდან. მან დიდი წვლილი შეიტანა სააკაშვილის რეჟიმის დანგრევაში. არც ქუთისს დაკლებია მათი სისხლიანი ხელი. მინდა, გაგახსენოთ როგორ დაცხრილეს საკუთარ სახლთან19 წლის ბიჭი, ვალერი ფხაკაძე.

თქვენთან ჩამოვედი, რათა ჩემი ხმა გავაგონო სრულიად საქართველოს და მათ, ვინც სრულიად სამართლიანადაა განაწყენებული „ქართულ ოცნებაზე“. ჩვენ ნაწყენები ვართ „ოცნებაზე“ სწორედ იმიტომ, რომ მათ არ დასაჯეს სამართლიანად „ნაციონალური მოძრაობა“. ზეგ არის გადაწყვეტი არჩევნები და მინდა ვთხოვო ყველას, გაიხსენეთ, რა დროში ვცხოვრობდით, რა სისხლიანი წლები გამოვიარეთ.

მარტო კეკელიძეზე, სადაც მე და ჩემი შვილი ვცხოვრობდით, მხოლოდ ამ პატარა ქუჩაზე შვიდი ადამიანის სიცოცხლე გაისტუმრა სააკაშვილის რეჟიმმა. ეს რომ აღარ განმეორდეს და კრიმინალები აღარასდროს დაბრუნდნენ, აუცილებლად მივიდეთ არჩევნებზე. ზეგ მთელმა საქართველომ ერთად უნდა ვიზეიმოთ დიდი გამარჯვება“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

banner
წინა სტატიაშიანი მიროტაძე: ჩვენ ბიძინა ივანიშვილს ამ ბრძოლას მოვუგებთ!
შემდეგი სტატია“ოცნება” ბოლნისში ენმ-ს მხარდამჭერებს სამსახურიდან ათავისუფლებს