ია კერზაიას საქმე – პარლამენტმა სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა გადადო

პარლამენტის განათლების კომიტეტის სხდომა, სადაც დეპუტატებს განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან, ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლის შესახებ ახსნა-განმარტებები უნდა მოესმინათ, გადაიდო.

კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, სამინისტრომ დამატებითი მასალების მოსაძიებლად რამდენიმე დღიანი ვადა ითხოვა.

„სრული სურათის დანახვა მე ვფიქრობ არის უაღრესად მნიშვნელოვანი კომიტეტისთვის და სწორედ ამ საფუძვლიდან გამომდინარე, მე მიზანშეწონილად ჩავთვალე დამატებითი დროის მიცემა სამინისტროსთვის. პარასკევს, 28 დეკემბერს ჩვენ გვექნება სხდომა და განვიხილავთ გენერალური ინსპექციის მიერ, 2018 წლის მანძილზე ჩატარებული ყველა სკოლის ინსპექციის შემთხვევას, ზოგად სურათს და ამ მონაცემების საფუძველზე ვფიქრობ ჩვენ გვექნება მეტი ანალიზის საშუალება ზუგდიდის მე-6 სკოლის შემთხვევასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაშმა.

სხდომის გადადებას ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია საქმის გამოძიების გაჭიანურების მცდელობად აფასებს:

„როგორც ჩანს ინსპექტირების სამსახურს არ აქვს პასუხები მწვავე შეკითხვებზე,რომელიც არსებობს. ისინი ცდილობენ კიდევ უფრო შეთითხნონ ეს საქმე , დაამატონ ყალბი ცნობები,არის დანაშაულის ნიშნები.თუ მართლები არიან და თუ სამართლებრივად ყველაფერი სწორად აწარმოეს, ამ კითხვებზე პასუხი წესით არ უნდა გასჭირვებოდა,“-ამბობს ბაჩანა შენგელია, რომელიც ხვალ, მთავარ პროკურატურაში, გამოკითხვაზეა დაბარებული

banner
წინა სტატიაშიპარლამენტი “ევროპული საქართველოს” დაგროვებითი პენსიის ალტერნატივას იხილავს
შემდეგი სტატიასემეკმა კომუნალური ტარიფები გაქირავებულ ბინებში სამომხმარებლო დონეზე უნდა დატოვოს და კომერციულზე არ გადაიყვანოს