ია კერზაიას საქმე – ბაჩანა შენგელია გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა – პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. კომიტეტზე დასწრებას გეგმავს ია კერზაიას შვილიც.

ბაჩანა შენგელია დაწყებულ გამოძიებას უნდობლობას უცხადებს და კონკრეტულ კითხვებზე პასუხებს ითხოვს.

შენგელია ამბობს, რომ ია კერზაია პოლიტიკური პროცესების მსხვერპლი გახდა და აუცილებელია, რომ გამოძიებაც ამ მიმართულებით წავიდეს.

“კითხვები იქნება კონკრეტული, თუ რატომ მოხდა 8 ნოემბერს, მეორე ტურამდე რამდენიმე დღით ადრე ერთი დღის განმავლობაში ანონიმური განცხადების შესვლა, მინისტრის ბრძანების ხელმოწერა, აუდიტის სამსახურის ორი პირის ზუგდიდში გამოგზავნა. იმ დასკვნას და ამ პროცესს, რაც მე მთლიანად, რაც განათლების სამინიტროს ჩაატარა, რა თქმა უნდა, არ ვენდობი და ზუსტად ამიტომ გვაქვს მათ მიმართ ეს კითხვები და ველოდებით უკვე კონკრეტულ პასუხებს,” – აცხადებს შენგელია

banner
წინა სტატიაშიორად გაყოფილი “ქართული ოცნება” – ანალიტიკოსები საკონსტიტუციო უმრავლესობის დაშლას არ გამორიცხავენ
შემდეგი სტატიადევნილთა სამინისტრომ დევნილი ოჯახებისთვის კერძო მესაკუთრისგან 34 ბინა გამოისყიდა