ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ განათლების მინისტრი პირველ კომენტარს აკეთებს

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების შემდეგ, დღეს პირველი კომენტარი გააკეთა განათლების მინისტრმა.

მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, რომ სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გამოკვეთის შემთხვევაში, მზად არიან პასუხი აგონ.

„ჩვენ მხრიდან თუ რაღაც ისეთი გამოვლენილი იქნა, ყველანაირი პასუხისმგებლობა, როგორც ნებისმიერი თანამშრომელი, ისევე მეც ვარ პასუხისმგებელი ასეთის არსებობის შემთხვევაში, თავისთავად როგორც მინისტრმაც, ყველანაირი პასუხისმგებლობა ავიღო. ასევე, შემიძლია გითხრათ, არამარტო იურიდიულის შემთხვევაში, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა აღმოჩნდეს, ნებისმიერი ადამიანი მზად ვართ, რომ ესეთ შემთხვევაში, რომ ჩვენი გადაწყვეტილება მივიღოთ,“ – განაცხადა მინისტრმა.

ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორი ია კერზაია რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს. ოპოზიცია ზუგდიდის სკოლის დირექტორზე განხორციელებულ პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობს და აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ია კერზაიამ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზე უარი განაცხადა, სწორედ ამის შემდეგ შევიდა გენერალური ინსპექცია სასწავლო დაწესებულებაში.

banner
წინა სტატიაშიწმინდა სინოდის სხდომა 27 დეკემბერს გაიმართება
შემდეგი სტატია„კანონიერი ქურდობისა“ და „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის დაკავებულთა რაოდენობა წელს 4-ჯერ მეტია