ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო შეუფარდა – გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.
დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.
ია დარახველიძის საპატიმრო გირაოს თანხა 10 000 ლარის ოდენობით შეგროვებულია – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტები ავრცელებენ. სავარაუდოდ, დაკავებული კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი საპატიმროს დღეს დატოვებს.
ია დარახველიძის გირაოს ფული შეგროვებულია!
გთხოვთ, გავრცელებული ანგარიშები წაშალოთ🙏🏽
მადლობა”- წერენ აქციტივისტები.
















