ია დარახველიძემ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა

ია დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა.

ის გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

“მე გამაძლებინა ჩემმა მეგობრებმა. ხალხის თანადგომამ გარშემო და გარეთ. იმიტომ, რომ მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ, ჩემზე ღელავდნენ და ზუსტად ვიცი, რომ პოლიტპატიმრებსაც ეს ამშვიდებთ, რომ ჩვენ მათთვის გარეთ ვდგავართ და მათთვის ვიბრძვით.

ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და რომ დიდი ხნით წავიდოდი ციხეში. ყველას დიდი მადლობა რომ ეს ყველაფერი ასე დამთავრდა. გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს, პირველ რიგში. გავიმარჯვებთ აუცილებლად”, – თქვა დარახველიძემ საპატიმროს დატოვების შემდეგ.

დარახველიძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც
შემდეგი სტატიაAxios: ტრამპმა და ზელენსკიმ Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის გადაცემის საკითხი განიხილეს