26.2 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

ია დარახველიძე განმარტავს, რატომ დატოვა საქართველო 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენის გამოცხადებამდე

“სიმართლე არის ის, რომ მე მომიწია საზღვარგარეთ დაკვრა. დამპატიჟეს დასაკრავად – ეს იყო პირველი მაისი, როდესაც მე აუცილებლად უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში დასაკრავად. ეს რომ არა, არც კი ვგეგმავდი რაღაც ისეთს, რომ მე უნდა წავსულიყავი სადღაც, ამას თავი უნდა ავარიდო – ასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია. რაღაცნაირად ეს დაემთხვა… ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, მე ამის გამო წერილი გამოვაგზავნინე, რომ უნდა წავსულიყავი – შევიტანე პროკურატურაში, მივუტანე მოსამართლეს და ყველაფერი ეს გავაკეთე ისე, რომ იმათაც სცოდნოდათ, რომ მე მივდიოდი. მე პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა. ისე მე ალბათ, არ ვიცი, შეიძლება მანდ ვმჯდარიყავი, მაგ სკამზე ბატონ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად და ბორკილები დაედოთ ჩემთვის”,_ ამბობს 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ია დარახველიძე, რომელმაც განაჩენის გამოცხადებამდე საქართველო დატოვა.

 19 ივნისს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით 7 ბრალდებული დამნაშავედ ცნო. მათგან ექვსს – მათ შორის, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, კახაბერ მჟავანაძეს, ზაქრო ალბუთაშვილსა და დავით სტურუას 5-5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ია დარახველიძეს კი 5 წელი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ია დარახველიძე საქართველოში არ იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშირომელ რეგიონებში ფიქსირდება ყველაზე მაღალი და დაბალი საშუალო ხელფასი
შემდეგი სტატიაევროპაში ექსტრემალურ სიცხეს ებრძვიან- ტემპერატურა +40 გრადუსს უახლოვდება