ია ანთაძე GDS-თვის ტელეგადაცემას მოამზადებს

 

მედია ექსპერტი ია ანთაძე GDS-ისითვის გადაცემას მოამზადებს- ამის შესახებ ანთაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას.

,,ძვირფასო მეგობრებო და არამეგობრებო, აქ, ჩემს “კედელზე” და სხვაგანაც არაერთხელ დაუწერიათ, რომ მე GDS-ში ვმუშაობ. სინამდვილეში, GDS-ში არასოდეს მიმუშავია. ჩვენს ორგანიზაციას – სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტს – ჰქონდა GDS-თან საერთო პროექტი “მედიასტანდარტი” და ხელშეკრულება ითვალისწინებდა ამ ორი ორგანიზაციის პარტნიორობას.
მხოლოდ ახლა, ოფიციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ვიწყებ თანამშრომლობას ტელეკომპანია GDS-თან და, ჩემს კოლეგებთან ერთად, ერთ-ერთი ახალი გადაცემის მომზადება მევალება.
ეჭვი არ მეპარება და სწორადაც მიმაჩნია, რომ დღეიდან ჩემი ყველა საჯარო და საზოგადოებრივი აქტივობა განხილული იქნება ამ სიახლის გათვალისწინებით.
იმედი მაქვს, რომ ბევრ თქვენგანთან ვითანამშრომლებ ახალ პროექტში, რომლის მთავარი მიზანი განსხვავებული მედიაკულტურის დამკვიდრებაა.
აქვე მადლობას გიხდით იმ ყურადღებისთვის, რასაც ყოველთვის იჩენთ ჩემ მიმართ”-წერს სოციალურ ქსელში ია ანთაძე.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 96 მილიონი ლარით გაიზრდება
შემდეგი სტატია“უნდა ჩაერიონ იმ დოზით, რაც ელჩს ევალება და არა იმაზე მეტად, რომ გამოვიდნენ დამრიგებლის როლში”