32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

“ჰუსიტებმა” საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელი „ჰუსიტების“ ცნობით, საუდის არაბეთში ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყეს, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.

„ჰუსიტების“ სამხედრო წარმომადგენელმა, იაჰია სარიმ განაცხადა, რომ აღნიშნული მოქმედება საუდის არაბეთის მიერ დრონებით იემენის საჰაერო სივრცის დარღვევაზე პასუხს წარმოადგენს.

ცნობისთვის, გასულ კვირას იემენელმა „ჰუსიტებმა“ საუდის არაბეთის წინააღმდეგ საზღვაო ბლოკადა გამოაცხადეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა ერთმანეთის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.

banner
წინა სტატიაშირა პირობებით გაუხანგრძლივა მთავრობამ შპს “ოფუცხოის” მარტვილის კანიონის მართვა
შემდეგი სტატიაპესკოვის ცოლმა სანქციების გაუქმების მოთხოვნით ევროსასამართლოს მიმართა