იემენელმა “ჰუსიტებმა” რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის დედაქალაქსა და ნავთობის ექსპორტის მთავარ ცენტრ იანბუზე. ერ-რიადის აეროპორტთან შენიშნულია ხანძარი.
საუდის არაბეთის კოალიცია აცხადებს, რომ რაკეტები და დრონები ჰაერშივე გაანადგურა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა რეგიონში მყოფი ამერიკელებისთვის საგანგებო გაფრთხილება გაავრცელა.
იერიშები საფრთხეს უქმნის ნავთობის გლობალურ მიწოდებასა და საზღვაო გადაზიდვებს წითელ ზღვაში.


















