ჰუმანიტარული პაუზის დასაწყისი იქნება, უკრაინელების მიერ, თეთრი დროშების აღმართვა აზოვსტალში – მიზინცევი

ჰუმანიტარული პაუზის დასაწყისი იქნება უკრაინული ფორმირებების მიერ თეთრი დროშების აღმართვა აზოვსტალში – განაცხადა რუსეთის ეროვნული თავდაცვის კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა.

მისი თქმით, აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის რომელიმე მიმართულებაზე, დროშების აღმოჩენის შემთხვევაში, რუსეთის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ საომარ მოქმედებებს და უზრუნველყოფენ ჰუმანიტარულ დერეფანს.

ოკუპანტი ქვეყანა აზოვსტალში გამაგრებულ სამხედროებს იარაღის დაყრისა და ჩაბარებისკენ მოუწოდებს.

banner
წინა სტატიაშირუსი დიქტატორის პუტინის წრეში არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მისი დამხობა შეუძლიათ – შვეცი
შემდეგი სტატიანიდერლანდები რუსული ნავთობის შესყიდვას მიმდინარე წლის ბოლომდე შეწყვეტს