ჰუმანიტარული დახმარება ფოთის ერთ-ერთ კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ დევნილებს ჩაუტანეს

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს წევრებმა ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, რაისა ქარაიამ და აპარატის თანამშრომლებმა სასურსათო პროდუქტები და პირველადი მოხმარების ნივთები ფოთში, ჯავახიშვილის ქუჩის N- 30-ში – კომპაქტურ განსახლებაში მცხოვრებ 80 დევნილ ოჯახს გადასცეს.
ქალაქ ფოთში დევნილებთან შეხვედრა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ვაჭარაძემ,საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე აკაკი დარჯანიამ. მოსახლეობასთან შეხვედრაზე იქ არსებულ პრობლემებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
საგულისხმოა, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო დევნილთა მოწყვლად ჯგუფებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში თითქმის ერთი წლის წინ დაფუძნდა ა(ა)იპ-ი „სოციალური სოლიდარობისათვის“. იგი ახორციელებს ჰუმანიტარულ აქციებს დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა მიერ ნებაყოფლობით ყოველთვიურად საკუთარი ხელფასებიდან გაღებული სახსრებით.
2020 წლის მარტიდან დღემდე ჰუმანიტარული დახმარება აღმოჩენილია 1200-მდე ოჯახისთვის ანუ 5500-მდე ადამიანისთვის. მათ შორის იყვნენ და არიან სოციალურად დაუცველები, ბავშვები, ხანდაზმულები, ვეტერანები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები.
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სპიკერატის, დეპუტაციისა და აპარატის თანამშრომელთა ერთობლივი გადაწყვეტილებით, კორონავირუსული პანდემიის სრულად დამარცხებამდე, კვლავინდებურად გააგრძელებენ დევნილთა ჰუმანიტარული დახმარების აქციას.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ თანამდებობა დატოვა – განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას – უაღრესად ღირსეულ, სწორი ფასეულობების და მაღალი პრინციპების ადამიანს
შემდეგი სტატიაპავილიონისი ოცნების პირებზე: საუბრის ეს ენა მე არც პუტინისგან და არც ლუკაშენკოსგან გამიგია