30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

Human Rights Watch-ის წარმომადგენელი: საქართველომ რეპრესიული კანონმდებლობა უნდა გააუქმოს

გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს 62-ე სესიის ფარგლებში საქართველოს საკითხის განხილვას საერთაშორისო უფლებადამცველების მწვავე მოთხოვნები მოჰყვა.

„ორგანიზაცია მიესალმება უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ანგარიშის რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების კრიზისის გაღრმავებას ეხება. მათ შორის, მოწოდებებს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის შემზღუდავი კანონების გაუქმებისა და მშვიდობიანი შეკრებისა და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მოთხოვნის შესახებ. საქართველოს ხელისუფლებამ შემზღუდავი ზომები მიიღო, რაც დამოუკიდებელ ორგანიზაციებს აიძულებს, რომ საქმიანობა შეაჩერონ. საქართველოს ხელისუფლებამ 12 სამოქალაქო ორგანიზაციის საბანკო ანგარიში გაყინა. პოლიციამ გადამეტებული ძალა გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა პასუხისმგებლობის დაკისრება კვლავ არ მომხდარა“, – განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა.

banner
წინა სტატიაში“დროას” ინფორმაციით, ელენე ხოშტარია კლინიკა “ვივამედში” გადაჰყავთ
შემდეგი სტატია“დღეს მამუკა მდინარაძის გამოსვლა ჩემ მიმართ იყო არაეთიკური”- ეკა კუპატაძე