ჰუბერტ ქნირში : ვხედავ პროგრესს და მიზეზს, ვიყო იმედიანად, რომ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტი დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას

ვხედავ პროგრესს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა მოსამართლეების შერჩევაზე საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ. ეს შესწორებები უკვე იყო აქამდე განხილული და მე ვხედავ პროგრესს კანონპროექტში. ჩვენ არ გვქონდა დრო, სრულად შეგვესწავლა ქართული ტექსტი, რომელიც წარადგინეს, თუმცა მე ვხედავ მიზეზს, რომ მქონდეს იმედი, რომ ეს შედეგად გამოიღებს კანონის კარგ ცვლილებას და დააკმაყოფილებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციას“, – განაცხადა საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე : აჭარაში კორონავირუსთან მიმართებაში რიცხვების კლება იკვეთება, თუმცა ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა
შემდეგი სტატიანათია თურნავა : სერიოზული ნეგატიური მოლოდინი ლართან დაკავშირებით არ არსებობს