ჰუბერტ ქნირში: მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს წარმატებული შეხვედრა შედგა

საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში აცხადებს, რომ დიპლომატების, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს წარმატებული შეხვედრა შედგა.

როგორც გერმანიის ელჩმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღეს კონკრეტული შედეგისთვის არ მიუღწევიათ, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესის საბოლოო შედეგი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ეს იყო მხოლოდ არაფორმალური შეხვედრა პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს შორის, მაგრამ ყველამ იცის , რა საკითხები არის მნიშვნელოვანი. იყო ძალიან კარგი შეხვედრა. შეხედეთ, რა ნათელი და კარგი დღეა. ეს იყო კარგი და წარმატებული შეხვედრა. ჩვენ არ მიგვიღწევია ამ პროცესის შედეგისთვის, თუმცა აქ მყოფი ყველა მუშაობს ამისთვის. ამას დრო სჭირდება და გთხოვთ მოთმინებას. უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა შედეგი გვექნება“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატია„TV პირველის“ თანამშრომელი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოათავსეს