Huawei-მ აიფონიდან განთავსებული ტვიტის გამო თანამშრომლები დასაჯა

ჩინურმა კომპანიამ Huawei გაავრცელა, რომ ორი თანამშრომელი დასაჯა მას შემდეგ, რაც “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გამოჩნდა ტვიტი, რომელიც აიფონიდან იყო დაწერილი. შეტყობინება მალე წაშალეს, მაგრამ ვიდეობლოგერმა მარკეს ბრაუნლიმ ის შეინახა და თავის მილიონობით გამომწერებში გაავრცელა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ Huawei-ს ქსელური მარკეტინგის დირექტორი და მისი კიდევ ერთი თანამშრომელი აღნიშნული შემთხვევის გამო დააქვეითა, გარდა ამისა, მათ ჯარიმის სახით, ხელფასიდან 730 დოლარი ჩამოეჭრათ.

აშშ-ჩინეთს შორის მიმდინარე “სავაჭრო ომის” პერიოდში ჩინეთმა კონკურენტი ფირმების ტელეფონების მოხმარება აკრძალა.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული Apple-ი, რომელიც სამი თვის წინ 1,2 ტრილიონი დოლარი ღირდა, ახალი წლისთვის 750 მილიონი დოლარით გაიაფდა. კომპანია შექმნილ მდგომარეობაში დონალდ ტრამპს და ჩინეთთან მიმართებაში მის ეკონომიკურ პოლიტიკას ადანაშაულებს, სადაც მას ბაზარი შეუმცირდა.

banner
წინა სტატიაშიგაქურდვა იტალიურად: საინკასაციო მანქანა ექსკავატორით გაგლიჯეს
შემდეგი სტატიაპატრიარქი ბართლომე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოწოდებას აკეთებს