“HR რატომ აკეთებს თქვენი სახელით განცხადებებს, ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა”

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ცესკოს დღევანდელი ბრიფინგის სპიკერად ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდარიშვილის, გამოჩენას ეხმიანება.

“ისა და, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია / CEC of Georgia, HR (კადრების სამსახურის უფროსი, ძელებურად რომ ვთქვათ) რატომ აკეთბს თვქენი სახელით განცხადებებს, შემთხვევით პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ პროტესტი ხომ არ გამოთქვა და უარი ხომ არ განაცხადა გამპრავებელი დანაშაულებრივი ტექსტების კითხვაზე? HR არა, აწი პირდაპირ ზავხოზი ალაპარაკეთ უწყების სახელით, მაგ რეზულტატებს ჩაქუჩით და ქლიბით თუ გაასწორებთ აწი. ასეა გენაცვალე, სული ტკბილია, არავის არ უნდა ციხეში წასვლა ავადმყოფი ივანიშვილის და მისი მონაკლოუნების გამო. ვინც ჯერ ვერ მიხვდა, აწი ნელნელა ისინიც გამოაკლდებიან თქვენს რიგებს. ჩამოშლა ქვია ამას”, – წერს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიასეთი გაყალბებული არჩევნები გაყალბების ბევრჯერ მნახველ ქართველ ხალხს არ ახსოვს – ფიქრია ჩიხრაძე
შემდეგი სტატია„ენდიაი“ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს