ჰქონდა მცდელობა პატრიარქზეც მოეპოვებინა კომპრომატები – ელდარ გოგოლაძე ივანიშვილზე

“მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა, არჩევნებამდე 6 დღით ადრე, “ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეიზდენტთან და ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ელდარ გოგოლაძესთან, სკანდალური ინტერვიუ ჩაწერა.

ეს ელდარ გოგოლაძის პირველი ინტერვიუა, რომელშიც ის ივანიშვილის წარსულზე, პოლიტიკაში მოსვლაზე, გამდიდრებასა და უკანონო საქმეებზე ყვება. ელდარ გოგოლაძემ “ქართუში” 8 წელი იმუშავა, აქედან 5 წელი მან პირადად ივანიშვილთა იმუშავა და მასთან საკმაოდ ახლო კავშირი ჰქონდა.

ინტერვიუს ნაწილი ბიძინა ივანიშვილისა და პატრიარქის ურთიერთობსაც შეეხო. გოგოლაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ზოგადად არ უყვარს ავტორიტეტები იმ გარემოში, სადაც თვითონ არის.

ნიკა გვარამიას კითხვას, როგორ შეუმჩნევია, უყვარს თუ არა მას პატრიარქს ის, აქვს თუ არა სიმპატიები, გოგოლაძე პასუხობს:

“არ ვიცი, განსაკუთრებული სიმპატიები არ შემიმჩნევია, მითუმეტეს მორწმუნე კაცი არ არის და ჩვენი პირველი შეხვედრის დროს, როდესაც ის პატრიარქს შხვდა, იქ უთხრა, პატრიარქმა მადლობა გადაუხდა სამების აშენებისთვის და უთხრა, რომ თავიდანვე ყველაფერი რომ გარკვეული იყოს მორწმუნე არ ვარ, მე არ მწამს ღმერთის, მატერიალისტი ვარო. პატრიარქმა პატარა პაუზა გააკეთა და უთხრა, რომ ჩემო ბიძინა უფალი მაინც შეგიწირავსო. როცა გამოვდიდით ხელი გადახვია და უთხრა, ვინც რას აკეთებს ჩემო ბიძინა თავის თავს უკეთებსო”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე.

კითხვას, შეიძლება თუ არა უთვალთვალებდეს ან უსმენდეს ივანიშვილი პატრიარქს, გოგოლაძე ამბობს, რომ მცდელობა იყო, თუმცა მან უარი უთხრა. ეს სკანდალი სამების ტაძართან იყო დაკავშირებული.

“იყო მცდელობა კომპრომატის მოპოვების, მე ვუთხარი, რომ მე ამას არ გავაკეთებ. მითხრა კარგი იქნება თუ შევაგროვებთ, მე ვუთხარი, რომ არ გირჩევ მაგის გაკეთებას. არავითარ ანგარიშსწორებაზე, უბრალოდ სადღაც ბნელ ოთახში შეინახავ. მე ვურჩიე, რომ ამას ნურც სხვას დააველებდა, მე ვუთხარი, რომ პატრიარქს იმხელა ავტორიტეტი აქვს საქართველოში, ამ ინფორმაციამ რომ გაჟონოს შენ დაზარალდები და მას არაფერი დაემართებათქო. აქ დამთავრდა ეს”, – ამბობს ელდარ გოგოლაძე.

banner
წინა სტატიაშიფსიქიკური პრობლემები, ეჭვიანობა და ჭორაობის სიყვარული – ივანიშვილის პორტრეტი ელდარ გოგოლაძისგან
შემდეგი სტატიათბილისში ტერაბანკის ბანკომატის გაქურდვა სცადეს