ჰორმუზის სრუტეში კვიპროსული გემის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმისა და სრუტის ჩაკეტვის საპასუხოდ, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ირანის სამხედრო ობიექტებზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია განახორციელა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის საპასუხოდ ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე მიიტანეს შეტევა. ამავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი და ბაჰრეინი ირანული რაკეტებისა და დრონების განეიტრალებას ცდილობენ.
კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც თეირანმა ჰორმუზის სრუტეში საზღვაო მიმოსვლა „შემდგომ შეტყობინებამდე“ დახურა, რაც გლობალური ენერგომომარაგებისა და საზღვაო უსაფრთხოებისთვის გამოწვევად იქცა.
















