აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა მწვავედ გააკრიტიკა The Washington Post-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ირანის მიერ დანაღმული ჰორმუზის სრუტის გახსნას ნახევარი წელი დასჭირდება.
გამოცემა წერდა, რომ კონგრესის შეიარაღებული ძალების კომიტეტის დახურულ ბრიფინგზე პენტაგონმა კანონმდებლებს 6-თვიანი პროგნოზი გაუზიარა. თუმცა, პენტაგონის მთავარმა სპიკერმა, შონ პარნელმა ეს ცნობა „ინფორმაციის კონტექსტიდან ამოგლეჯად“ შეაფასა.
„ერთ-ერთი შეფასება არ ნიშნავს, რომ ეს პროგნოზი დაჯერებულია. ჰორმუზის სრუტის 6 თვით ჩაკეტვა შეუძლებელია და სრულიად მიუღებელია თავდაცვის მდივნისთვის“, — განაცხადა პარნელმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ირანს სრუტეში 20-ზე მეტი ნაღმი აქვს განთავსებული. განსაკუთრებულ საფრთხეს ქმნის ე.წ. GPS ტექნოლოგიით აღჭურვილი მცურავი ნაღმები, რომელთა აღმოჩენა რადიოლოკაციური სისტემებისთვის რთულია.
ირანის რევოლუციური გვარდია (IRGC) აცხადებს, რომ დანაღმული ტერიტორია 1 400 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.
თეირანი აცხადებს, რომ სრუტეს არ გახსნის, სანამ აშშ ირანის პორტების ბლოკადას არ შეწყვეტს.
















