ჰორმუზის სრუტესთან ბერძნულ სატვირთო გემს თავს დაესხნენ. ინფორმაციას საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ავრცელებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ ბერძნულ სატვირთო გემზე თავდასხმა მოხდა, თუმცა ვერ დავადასტურებ, რომ ეს ირანელებმა გააკეთეს. გემი ლიბერიის დროშის ქვეშ ცურავს და ბერძნული მფლობელობისაა. ის ჰორმუზის სრუტიდან გასვლას ცდილობდა, ჩვენ დავუგზავნეთ შეტყობინება ყველა ბერძნულ გემს, რათა იყვნენ უკიდურესად ფრთხილად, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და მოერიდონ სრუტის გადაკვეთას“,_ განაცხადა გიორგოს გერაპეტრიტისმა CNN-ის ეთერში.
ირანული მედიის ცნობით, ეს ხომალდი ერთ-ერთი იყო იმ სამი გემიდან, რომელიც ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) სამიზნე გახდა. IRGC-ის განცხადებით, დანარჩენი ორი გემი დაკავებულია და ირანის ტერიტორიულ წყლებშია გადაყვანილი.
















