რეგიონში საზღვაო მოძრაობის მონიტორინგის ორგანიზაცია – გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები – იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტეში კიდევ ერთ ტანკერს დაარტყეს.
ორგანიზაციის ცნობით, სატვირთო გემმა საგანგებო სიგნალი გაავრცელა და განაცხადა, რომ ჭურვი მოხვდა. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ინფორმაციით, ტანკერს დარტყმა მიაყენეს ომანის ქალაქ ალ-ხასაბიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 20 საზღვაო მილის (37 კილომეტრის) დაშორებით, ჰორმუზის სრუტის სამხრეთ ნაწილში.
ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, ვინ არის პასუხისმგებელი თავდასხმაზე. აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეებში ომანის მახლობლად გემებზე თავდასხმების შემთხვევები გახშირდა.















