„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საზღვაო ძალებმა ნავიგაციის წესების დარღვევისთვის ჰორმუზის სრუტეში ორი გემი დააკავეს და ირანის სანაპიროებთან გადაიყვანეს.
„გემები MSC Francesca და Epaminodes-ი საჭირო ნებართვის გარეშე მოძრაობდნენ და სანავიგაციო სისტემებით მანიპულირებდნენ“, – აცხადებს „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“.
ასევე, ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ქვეყნის საზღვაო ძალებმა ცეცხლი კიდევ ერთ გემს, Euphoria-ს გაუხსნეს.
Sky News-ის ინფორმაციით, MSC Francesca შვეიცარიაში დაფუძნებულ კომპანია MSC-ის ეკუთვნის. სატვირთო გემი Epaminodes-ი კი ბერძნული კომპანია Kalmar Maritime-ის საკუთრებაშია.















