ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი იწვის. ფოტოს სოციალურ ქსელში ირანული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნავთობის ტანკერზე თავდასხმა “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა” (IRGC)) განახორციელა.
Telegram-ზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პრიმას“ სახელწოდების ნავთობის ტანკერი დრონით დაბომბეს მას შემდეგ, რაც „IRGC-ის საზღვაო ძალების მიერ სრუტეში „მოძრაობის აკრძალვის“ შესახებ გაცემული განმეორებითი გაფრთხილებები უგულებელყო.
IRGC დასძენს, რომ არ აძლევს ნავთობის ტანკერებს და „მტრულად განწყობილ ქვეყნებთან მოკავშირე“ კომერციულ გემებს სრუტეში გავლის უფლებას.
ჰორმუზის სრუტე მსოფლიოში ენერგიის გადაზიდვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გზაა და მსოფლიოში ნავთობისა და გაზის დაახლოებით მეხუთედი მასზე გადის.















